თუ ერთი და იგივე ტვირთზე ორი სხვადასხვა ფასი მიიღეთ, ერთის ღირებულება შეადგენს $2,400, მეორე — $3,150. არ გაგიკვირდეთ რადგან აღნიშნული განპირობებულია შესყიდვის პირობიდან გამომდინარე.
თუ პირველი EXW-ია და მეორე DDP, "იაფი" შეთავაზება გიტოვებს ვალდებულებას — ტრანსპორტირებისა და სხვა შესაძლო ხარჯები საკუთარი სახსრებით გადაიხადო, საზღვაო გადაზიდვა, დაზღვევა, საბაჟო პროცედურები და სხვ. როდესაც ყველაფერს დააჯამებთ, ჩვეულებრივ, "იაფი" შეთავაზება აღარ აღმოჩნდება პირვანდელივით მომხიბვლელი.
რა არის ინკოტერმსი?
ინკოტერმსი არის თერთმეტი სავაჭრო ტერმინის ნაკრები, რომელიც დამტკიცებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ. მათი არსებობის მიზეზი ტრანსპორტირებაში ჩართული მხარეების შეთანხმების გამარტივებაა და როგორც წესი ეხმარება მათ სწორად მოახდინონ ვალდებულებების გადანაწილება.
ყველა ინქოტერმი სამ კითხვაზე პასუხობს:
რომელ მომენტში გადადის რისკი გამყიდველიდან მყიდველზე — ანუ თუ რაიმე დაზიანდა, ვის პრობლემაა?
რომელი მხარე აორგანიზებს ტრანსპორტირების სხვადასხვა ეტაპს — დატვირთვა, სახმელეტო თუ საზღვაო გადაზიდვა, საბაჟო პროცედურები?
ვინ რომელ ეტაპზეა ვალდებული მოახდინოს ანგარიშსწორება — სხვა სიტყვებით, რა ხარჯები შედის თქვენს მიერ გადახდილ თანხაში?
"დეტალი", რომელიც მყიდველმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს
EXW — Ex Works — არის მწარმოებლების მიერ შეთავაზებული ყველაზე გავრცელებული პირობა. EXW ნიშნავს, რომ გამყიდველის ვალდებულება მათი საწყობის კართან მთავრდება. ყველაფერი შემდეგ — პორტამდე ტრანსპორტირება, საზღვაო გადაზიდვა, დაზღვევა, საბაჟო პროცედურები — მყიდველის გადასახდელია.
მაგ აღნიშნული ინკოტერმსის შემთხვევაში ჩინეთიდან ტრანსპორტირებული ტვირთის ღირებულება რომელიც შეადგენდა $2,400-ს საწყობამდე ჩამოსვლისთვის მარტივად შესაძლებელია $3,800-მდე გაიზარდოს. პროდუქტის ფასი რეალური იყო, თუმცა საბოლოო ღირებულება არ ჩანდა.
როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა ტერმინებს შორისინკოტერმსი შესაძლებელია წარმოვიდგინოთ როგორც 11 აბრევიატურისგან შემდგარი მონაკვეთი. დასაწყისში ვხედავ EXW — სადაც ყველა ვალდებულება მყიდველზეა. მეორე ბოლოში DDP — სადაც გამყიდველი ყველაფერს, მათ შორის საიმპორტო გადასახადებსაც, თავად ფარავს.
შუაში FOB, CIF და DAP ტერმინები დგანან — თითოეული სხვადასხვა წილ ხარჯსა და პასუხისმგებლობას ანაწილებს ორ მხარეს შორის.
სწორი ტერმინი თქვენთვის დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე, მომწოდებელთან ურთიერთობაზე და იმაზე, რა კონტროლი გსურთ ლოჯისტიკურ პროცესზე.
სად ნახავთ ყველა ინქოტერმის განმარტებასყველა მათგანის დამახსოვრება საჭირო არ არის. როდესაც ვიაგოს პლატფორმის მეშვეობით ტვირთის მოთხოვნას შექმნით, დაინახავთ ინქოტერმების ველს — და ყველა ტერმინი იქვე, ინფო ღილაკის მეშვეობით, იქნება განმარტებული მარტივი ენით, რათა ყოველთვის ზუსტად იცოდეთ რას ირჩევთ.
გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორობის საწყის ეტაპზე, სანამ ორ მხარეს შორის ნდობა ჩამოყალიბდება, თითქმის ყოველთვის მოგიწევთ EXW პირობით თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა დეტალი სრულყოფილად იცოდეთ — რაშიც ვიაგო დაგეხმარებათ!


