SBC Georgia-ს მხარდაჭერით

ერთი ტვირთი. ერთი სივრცე.

გაგზავნეთ ერთი შეკვეთა ჩვენს ქსელში და თქვენს პარტნიორებთან. მიიღეთ შეთავაზებები ერთ სივრცეში.

Main background

აირჩიეთ ტვირთის ტიპი

პარტნიორები

დაინტერესდით ჩვენთან თანამშრომლობით? ეს თქვენთვისაც უფასოა. და ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.

Team of four people discussing team project

მოიწვიეთ გუნდის წევრები

მოიწვიეთ გუნდის წევრები, გაუზიარეთ მათ სამუშაო სივრცე და ერთად აირჩიეთ საუკეთესო პარტნიორი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

Truck representing freight partners

დაამატეთ თქვენი პარტნიორები

დაუკავშირდით თქვენს სატრანსპორტო კომპანიებს. მიიღეთ შეთავაზებები როგორც პლატფორმის, ასევე თქვენი პარტნიორებისგან.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის VIAGO?
VIAGO არის B2B პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სატრანსპორტო კომპანიებთან აკავშირებს და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ, აქამდე არსებულ ფრაგმენტულ და ქაოტურ კომუნიკაციას, ერთ ორგანიზებულ სივრცეში აერთიანებს.
ვის შეუძლია VIAGO-ს გამოყენება?
VIAGO განკუთვნილია როგორც ბიზნესებისთვის, რომლებსაც კომერციული ტვირთების ტრანსპორტირება სჭირდებათ, ისე სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რომლებიც ბიზნესებს სატვირთო გადაზიდვის მომსახურებას სთავაზობენ.
შემიძლია ერთი მოთხოვნა რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიას ერთდროულად გავუგზავნო?
დიახ. VIAGO-ს საშუალებით ერთი მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიასთან ერთდროულად, რაც ზოგავს დროს და აგარიდებთ ერთი და იგივე ინფორმაციის სათითაოდ გაგზავნის საჭიროებას.
შემიძლია ჩემთვის ნაცნობი სატრანსპორტო კომპანიების დამატება?
დიახ. შესაძლებელია დაამატოთ თქვენთვის ნაცნობი და სანდო პარტნიორები და მათგან მიღებული შეთავაზებებიც VIAGO-ს სხვა შეთავაზებებთან ერთად ერთ სივრცეში მიიღოთ.
როგორ შევადარო მიღებული შეთავაზებები?
ყველა შეთავაზებას ერთ სივრცეში იხილავთ და შეძლებთ მათ შედარებას ძირითადი პირობების: ფასისა და ტრანსპორტირების დროის მიხედვით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სორტირების ფუნქციონალი, სასურველი ვარიანტის მარტივად მოძიებისთვის.
რა ღირს VIAGO-ს გამოყენება?
უფასო პაკეტით სარგებლობა შეგიძლიათ რამდენ ხანსაც გსურთ. Premium ღირს წელიწადში 100 ლარი და მოიცავს 60-დღიან უფასო საცდელ პერიოდს, რომელსაც ნებისმიერ დროს დაიწყებთ - იხილეთ Premium პაკეტი, რას მოიცავს.
VIAGO თავად ახორციელებს ტვირთის ტრანსპორტირებას?
არა. VIAGO არ არის სატრანსპორტო კომპანია და თავად არ ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას. VIAGO არის ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს საკომუნიკაციო ხელსაწყოს ორივე მხარის პროდუქტიული კავშირისთვის.
რატომ უნდა ვენდოთ VIAGO-ს?
VIAGO-ს პარტნიორებს შორის არიან საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიები, რომლებსაც ბაზარზე მრავალწლიანი და, რიგ შემთხვევაში, საუკუნეზე მეტი ისტორია და გამოცდილება აქვთ.

VIAGO-ს პროექტი მხარდაჭერილია Startupbootcamp Georgia-სა და GITA-ს (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო) მიერ.