თუ გქონიათ შეხება სატრანსპორტო კომპანიებთან და დღეები დაგიკარგავთ მათთან მოლაპარაკებებში ელფოსტებით, WhatsApp-ით თუ სატელეფონო არხის მეშვეობით და ცდილობდით პირობების შედარებას, რომლებსაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმატში იღებდით, მაშინ კარგად იცნობთ პრობლემას, რომელსაც VIAGO აგვარებს.
Viago არის B2B პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სანდო სატრანსპორტო კომპანიებთან აკავშირებს.
იმის მაგივრად, რომ ერთი და იგივე ინფორმაცია ხუთ სხვადასხვა კომპანიას ხუთ სხვადასხვა არხში გაუგზავნოთ, უბრალოდ ავსებთ ტვირთის მონაცემებს ერთხელ და აგზავნით მოთხოვნას. ვერიფიცირებული და სანდო კომპანიები მას მყისიერად იღებენ და აბრუნებენ შეთავაზებებს. ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთნაირ ფორმატშია მოქცეული.
თქვენი გუნდი პოულობს საუკეთესო ვარიანტს ფასის, მიწოდების დროისა და სერვისის მიხედვით. ირჩევთ პარტნიორს და საკითხიც მოგვარებულია.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნერისთვის?
საქონლის იმპორტსა თუ ექსპორტში ჩართულ ყველა ბიზნესს ერთი და იგივე ფარული ხარჯი აქვს, ეს არის დრო და ენერგია, რომელიც თითოეული გადაზიდვის წინ პარტნიორი კომპანიების ძებნასა და პირობების შედარებაზე იხარჯება. კვლევები აჩვენებს, რომ ტრადიციული მეთოდებით შეთავაზებების ძებნას თავიდან ბოლომდე 3-დან 5 დღემდე სჭირდება, რის გამოც ბიზნესები ხშირად მხოლოდ სამ სატრანსპორტო კომპანიას უკავშირდებიან და მნიშვნელოვან დანაზოგს კარგავენ.
VIAGO ამ პრობლემას აგვარებს. თქვენ აგზავნით ერთ მოთხოვნას და იღებთ კონკურენტულ შეთავაზებებს.
რa განასხვავებს VIAGO-ს სხვებისგან?
VIAGO არის საკომუნიკაციო არხი რომელიც გეხმარებათ დაუკავშირდეთ ვალიდურ, გამოცდილ სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებითა და ექსპერტიზით. სისტემაში შეხვდებით როგორც მსოფლიო გიგანტებს ასევე ლოკალურ თუმცა წარმატებული და საკმაოდ გამოცდილ ლოჯისტიკური სერვისების პროვაიდერებს.
თქვენ არ რისკავთ უცნობ არასანდო კომპანიებთან თანამშრომლობით; თქვენ ირჩევთ სანდო პროფესიონალებს შორის, რომლებიც თქვენი ბიზნესისთვის კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. უფრო მეტიც, სისტემაში მარტივად შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის უკვე ნაცნობი, რჩეული სატრანსპორტო კომპანიებიც. თუ პლატფორმაზე არსებულ პროვაიდერებს თქვენს არსებულ ინდივიდუალურ პარტნიორსაც დაუმატებთ, თქვენი შეკვეთა ერთდროულად ყველა მათგანთან გაიგზავნება,ანალოგიურ ფორმატში. ასე რომ, VIAGO აერთიანებს როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე თქვენს უკვე არსებულ სანდო ბიზნესკავშირებს.
ვისთვისაა შექმნილი VIAGO?
პლატფორმა განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საქონლის იმპორტს ან ექსპორტს, ცდილობს გაამარტივოს შერჩევისა და მოძიების პროცესი, მოიგოს დრო და დაზოგოს თანხები. თუ თქვენი გუნდი დღემდე სათითაოდ უკავშირდება ექსპედიტორებს ქაოტურად, ელფოსტებისა და WhatsApp შეტყობინებების მეშვეობით, VIAGO ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი.
პლატფორმა განსაკუთრებით ეფექტურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რეგულარულად აგზავნიან ტვირთებს და აღარ აქვთ სურვილი, დღეები დაკარგონ იმაზე, რასაც წუთები ჭირდება.
როგორ დავიწყოთ? დარეგისტრირდით როგორც ორგანიზაცია და დააფიქსირეთ ტვირთის მოთხოვნა 2 წუთზე ნაკლებ დროში. დაელოდეთ სანდო ექსპედიტორების პასუხს. შეადარეთ პირობები და მიიღეთ გადაწყვეტილება. სულ ეს არის. viago.one


