ჩვენ შესახებ
ვიაგოს შექმნის იდეა, პირადად გამოცდილი დისკომფორტის ფონზე შეიქმნა. წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ, რომლის დროსაც ვმართავდით იმპორტს, კოორდინაციას ვუწევდით გადაზიდვებს, ვეძებდით სატრანსპორტო კომპანიებს სხვადასხვა არხით: ვიყენებდით ელ-ფოსტას, WhatsApp-ის შეტყობინებებს და პირდაპირ სატელეფონო ზარებს.
როდესაც საქმე გადაზიდვას ეხებოდა, პროცესი ყოველთვის ერთნაირი იყო: სათითაოდ ხდებოდა რამდენიმე ექსპედიტორთან დაკავშირება, ველოდებოდით პასუხებს, რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმატით მოდიოდა, შემდეგ კი ყველაფერს ხელით ვადარებდით, მაშინ როცა გუნდის შესაბამის წევრებს არ ჰქონდათ სურათის აღქმის საშუალება. ვეძებეთ უკეთესი გზა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენით შეგვექმნა უკეთესი ალტერნატივა.
პრობლემა იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ციფრები კი თავისთავად ამბობენ სათქმელს:
ეს არ არის უმნიშვნელო ნიუანსი. ეს არის დრო, ფული და ენერგია, რომელსაც თითოეული იმპორტიორი და ექსპორტიორი ბიზნესი ყოველ ცალკეულ გადაზიდვაზე კარგავს.
რა არის „ვიაგო“?
„ვიაგო“ არის B2B პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სანდო სატრანსპორტო კომპანიებთან აკავშირებს ერთ სივრცეში. იმის ნაცვლად, რომ ერთი და იგივე შეტყობინება ხუთ სხვადასხვა კომპანიას ხუთ სხვადასხვა არხში გაუგზავნოთ, გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელსაც სანდო გადამზიდავები მიიღებენ, დაამუშავებენ და თავიანთ შეთავაზებებს დააბრუნებენ იგივე პლატფორმაზე.
ბიზნესებისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ დახარჯულ დროს და მეტ კონტროლს ტრანსპორტირების თითოეულ გადაწყვეტილებაზე. გადამზიდებისთვის კი ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობაა, ზედმეტი დანახარჯის გარეშე.
ჩვენ არ ვართ ლოგისტიკური სერვისის პროვაიდერი კომპანია. ჩვენ არ ვახორციელებთ ტვირთების გადაზიდვას. ჩვენ უბრალოდ უზრუნველვყოფთ, რომ მხარეებს შორის კავშირი იყოს სწრაფი, მარტივი და ორგანიზებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ბიზნესებსა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის კავშირის გამარტივება — ბიზნესებისთვის დროისა და ხარჯების დაზოგვა, ხოლო გადამზიდებისთვის ახალი აუდიტორიის მოზიდვა დამატებითი მარკეტინგული ძალისხმევის გარეშე.
სად მივდივართ
ჩვენ საქართველოდან დავიწყეთ — ქვეყნიდან, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური დერეფანია. თუმცა „ვიაგო“ შექმნილია ყველა იმ ბაზრისთვის, სადაც ბიზნესებსა და სატრანსპორტო კომპანიებს უკეთესი კავშირის დამყარება სჭირდებათ. ჩვენი ექსპანსია იგეგმება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გრძელვადიანი ხედვა კი გლობალურია.
ჩვენი მხარდამჭერები
„ვიაგო-ს“ მხარდამჭერია Startupbootcamp Georgia და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
გახადეთ პროცესები თანამედროვე
„ვიაგოს” მიზანია ბიზნესების სატრანსპორტო ექსპედიტორებთან ურთიერთობის სტილი სრულად შეცვალოს. მათ კი, ვისაც სურს აღნიშნული პროცესები გახადოს თანამედროვე და მიიღოს მაქსიმალური ბენეფიტები — დარეგისტრირდით სისტემაში.