როგორ მუშაობს
ბიზნესებისთვის
შექმენით მოთხოვნა ტვირთის გადაზიდვაზე
შეავსეთ თქვენი ტვირთის დეტალები ერთხელ, პლატფორმაზე არსებული მარტივი ფორმის გამოყენებით, ხოლო თუ რომელიმე ტერმინი ან დეტალი გაურკვეველი იქნება გამოიყენეთ ინფო ღილაკები საგანმანათლებლო მასალის, გასაგები ფორმით წასაკითხად.
იხილეთ, როგორ მუშაობს — ტვირთის მოთხოვნის ფორმამიიღეთ კონკურენტული შეთავაზებები
სანდო, შემოწმებული სატრანსპორტო კომპანიები (ასევე თქვენს მიერ დამატებული კომპანიების ჯგუფი) მოთხოვნას მყისიერად მიიღებენ და საკუთარ შეთავაზებებს დააბრუნებენ. ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს — აღარ არის საჭირო სხვადასხვა არხების მონიტორინგი და ლოდინი.
შეადარეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება
შეადარეთ შეთავაზებები ფასის, ტრანსპორტირების დროისა და სხვა სერვისების მიხედვით ერთ სივრცეში. სურვილის მიხედვით გუნდის შესაბამის წევრებს ექნებათ წვდომა აღნიშნულ პროცესზე, ხოლო გადაზიდვების მთელი ისტორია ავტომატურად შეინახება.
იხილეთ სამუშაო დაფასატრანსპორტო კომპანიებისთვის
მიიღეთ ორგანიზებული მოთხოვნები
როდესაც ბიზნესი გადაზიდვის მოთხოვნას გამოაგზავნის, თქვენ მას მყისიერად მიიღებთ მითითებულ პირად თუ ორგანიზაციის მეილზე, სრულად ორგანიზებულსა და სტრუქტურირებულს. აღარ მოგიწევთ ნაკლული ინფორმაციის ფონზე დეტალების დასაზუსტებლად გაწერილი წერილობითი თუ სატელეფონო დიალოგები.
განიხილეთ და უპასუხეთ
თითოეული მოთხოვნა მოიცავს კომპანიის დეტალებსა და საკონტაქტო პირის ნომერს. თქვენ წყვეტთ, უპასუხოთ თუ არა. არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნიათ. შეგიძლიათ დამკვეთს პირდაპირ დაუკავშირდეთ და ტრადიციული მოდელით განიხილოთ მასთან თანამშრომლობა.
გაზარდეთ თქვენი პარტნიორების ბაზა
ახალ შეკვეთებს, თქვენ მხრიდან ყოველგვარი მარკეტინგული ძალისხმევისა და ხარჯის გარეშე მიიღებთ. თქვენი პროფილი, გამოცდილება და საკონტაქტო მონაცემები თვალსაჩინო იქნება იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც აქტიურად ეძებენ სატრანსპორტო მომსახურებას. შეკვეთებს მიიღებთ ყველა იმ ბიზნესისგან, რომლებიც ისარგებლებენ ვიაგოს პლატფორმით, მიუხედავად იმისა, იციან თუ არა თქვენი კომპანიის შესახებ.
იხილეთ სამუშაო დაფახშირად დასმული კითხვები
რა არის VIAGO?
ვის შეუძლია VIAGO-ს გამოყენება?
შემიძლია ერთი მოთხოვნა რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიას ერთდროულად გავუგზავნო?
შემიძლია ჩემთვის ნაცნობი სატრანსპორტო კომპანიების დამატება?
როგორ შევადარო მიღებული შეთავაზებები?
რა ღირს VIAGO-ს გამოყენება?
VIAGO თავად ახორციელებს ტვირთის ტრანსპორტირებას?
რატომ უნდა ვენდოთ VIAGO-ს?
VIAGO-ს პროექტი მხარდაჭერილია Startupbootcamp Georgia-სა და GITA-ს (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო) მიერ.
დაინტერესდით პლატფორმით?
ბიზნესებისთვის: დარეგისტრირდით უფასოდ და გააგზავნეთ თქვენი პირველი მოთხოვნა რამდენიმე წუთში. სატრანსპორტო კომპანიებისთვის: შემოუერთდით ჩვენს სისტემას და დაიწყეთ ახალი მოთხოვნების დამუშავება დღეიდან.