ვიაგო ერთ მოთხოვნას ათობით სანდო სატრანსპორტო კომპანიასთან აგზავნის.

SBC Georgia-ს მხარდაჭერით

ჩვენი სანდო პარტნიორები

Main background

აირჩიეთ ტვირთის ტიპი

ბიზნესებისთვის

შეთავაზებების ანალიზი ძალიან დიდ დროს მოითხოვს?

შეადარეთ შეთავაზებები და აირჩიეთ საუკეთესო

შეთავაზებების მაგალითი
  • გადამზიდავი 1

    $2,450
    9 დღე
  • გადამზიდავი 2

    $2,180საუკეთესო ფასი
    12 დღე
  • გადამზიდავი 3

    $2,790
    6 დღეუსწრაფესი

არ გაქვთ იმპორტ/ექსპორტის გამოცდილება?

ჩვენ აგიხსნით საჭირო დეტალებს რომ სრულად ცნობდეთ თქვენს ტვირთსა და მის საჭიროებებს.

დაიღალეთ სხვადასხვა აპლიკაციაში უკუკავშირის ძიებით?

მიიღეთ შეთავაზებები ერთ სივრცეში.

გსურს შეინახოთ ინფორმაცია ტვირთების მოძრაობის შესახებ?

თქვენი ისტორია ინახება ავტომატურად, თქვენის სურვილის მიხედვით.

Team of four people discussing team project

მოიწვიეთ გუნდის წევრები

მოიწვიეთ გუნდის წევრები, გაუზიარეთ მათ სამუშაო სივრცე და ერთად აირჩიეთ საუკეთესო პარტნიორი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

Truck representing freight partners

დაამატეთ თქვენი პარტნიორები

დაუკავშირდით თქვენს სატრანსპორტო კომპანიებს. მიიღეთ შეთავაზებები როგორც პლატფორმის, ასევე თქვენი პარტნიორებისგან.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის VIAGO?
VIAGO არის B2B პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს სატრანსპორტო კომპანიებთან აკავშირებს და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ, აქამდე არსებულ ფრაგმენტულ და ქაოტურ კომუნიკაციას, ერთ ორგანიზებულ სივრცეში აერთიანებს.
ვის შეუძლია VIAGO-ს გამოყენება?
VIAGO განკუთვნილია როგორც ბიზნესებისთვის, რომლებსაც კომერციული ტვირთების ტრანსპორტირება სჭირდებათ, ისე სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რომლებიც ბიზნესებს სატვირთო გადაზიდვის მომსახურებას სთავაზობენ.
შემიძლია ერთი მოთხოვნა რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიას ერთდროულად გავუგზავნო?
დიახ. VIAGO-ს საშუალებით ერთი მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიასთან ერთდროულად, რაც ზოგავს დროს და აგარიდებთ ერთი და იგივე ინფორმაციის სათითაოდ გაგზავნის საჭიროებას.
შემიძლია ჩემთვის ნაცნობი სატრანსპორტო კომპანიების დამატება?
დიახ. შესაძლებელია დაამატოთ თქვენთვის ნაცნობი და სანდო პარტნიორები და მათგან მიღებული შეთავაზებებიც VIAGO-ს სხვა შეთავაზებებთან ერთად ერთ სივრცეში მიიღოთ.
როგორ შევადარო მიღებული შეთავაზებები?
ყველა შეთავაზებას ერთ სივრცეში იხილავთ და შეძლებთ მათ შედარებას ძირითადი პირობების: ფასისა და ტრანსპორტირების დროის მიხედვით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სორტირების ფუნქციონალი, სასურველი ვარიანტის მარტივად მოძიებისთვის.
რა ღირს VIAGO-ს გამოყენება?
უფასო პაკეტით სარგებლობა შეგიძლიათ რამდენ ხანსაც გსურთ. Go ღირს წელიწადში 100 ₾ და მოიცავს 30-დღიან უფასო საცდელ პერიოდს, რომელსაც ნებისმიერ დროს დაიწყებთ; Pro-ს ფასი ინდივიდუალურია — იხილეთ პაკეტები, რას მოიცავს თითოეული, ან დაუკავშირდით გაყიდვების გუნდს Pro-ს შესახებ.
VIAGO თავად ახორციელებს ტვირთის ტრანსპორტირებას?
არა. VIAGO არ არის სატრანსპორტო კომპანია და თავად არ ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას. VIAGO არის ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს საკომუნიკაციო ხელსაწყოს ორივე მხარის პროდუქტიული კავშირისთვის.
რატომ უნდა ვენდოთ VIAGO-ს?
VIAGO-ს პარტნიორებს შორის არიან საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიები, რომლებსაც ბაზარზე მრავალწლიანი და, რიგ შემთხვევაში, საუკუნეზე მეტი ისტორია და გამოცდილება აქვთ.

VIAGO-ს პროექტი მხარდაჭერილია Startupbootcamp Georgia-სა და GITA-ს (საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო) მიერ.